ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და სამი კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა
აფხაზური მედიის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 217 ადამიანს, მათგან კორონავირუსი დაუდასტურდა 17 პირს.
ხუთ კოვიდცენტრში მკურნალობს 94 კოვიდინფიცირებული პაციენტი, 24 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაიცვალა სამი კოვიდინფიცირებული პაციენტი.
პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 15331 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 14 693 ინფიცირებული პაციენტი.