ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 238 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 87 პირს. ინფორმაციას ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 147 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 21-ის მდგომარეობა მძიმეა.
სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 2 430 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაიცვალა 23 ადამიანი.