ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

20:05, 13.10.2020

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ​ტესტირება 238 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 87 პირს. ინფორმაციას ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 147 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 21-ის მდგომარეობა მძიმეა.

სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 2 430 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაიცვალა 23 ადამიანი.

მსგავსი