ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 71 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 456 ადამიანს, მათგან კორონავირუსი დაუდასტურდა 71 ადამიანს.
ამ დროისთვის ოკუპირებული აფხაზეთის სამი კოვიდცენტრში მკურნალობს 185 დადასტურებული კოვიდინფიცირებული პაციენტი. აქედან 35 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 7 ნოემბერს გარდაიცვალა კოვიდინფიცირებული პაციენტი, 1954 წელს დაბადებული ქალბატონი.
სულ კორონავირუსის ინფექციით გარდაიცვალა 51 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 2 831. სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 4 720 შემთხვევაა დაფიქსირებული.