ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 66 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 206 ადამიანს, მათგან 66-ს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ინფორნმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის სამ კოვიდცენტრში საერთო ჯამში 129 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. 25 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი გარდაიცვალა, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 66 წლის მამაკაცი, ხოლო მობილურ ჰოსპიტალში კი 69 წლის მამაკაცი.
სულ „კოვიდ-19“-ით ოკუპირებულ აფხაზეთში 79 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 3 671. საერთო ჯამში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 5 798-ს.