ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 66 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

20:57, 27.11.2020

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 206 ადამიანს, მათგან 66-ს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ინფორნმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის სამ კოვიდცენტრში საერთო ჯამში 129 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. 25 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი გარდაიცვალა, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 66 წლის მამაკაცი, ხოლო მობილურ ჰოსპიტალში კი 69 წლის მამაკაცი.

სულ „კოვიდ-19“-ით ოკუპირებულ აფხაზეთში 79 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 3 671. საერთო ჯამში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 5 798-ს.

მსგავსი