ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 60 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აფხაზური მედიის ინფორმაციით ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღეღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 218 ადამიანს, 60 მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ხუთ კოვიდცენტრში 120 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, 31 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 14 617 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 222 და გამოჯანმრთელდა 13 650 ინფიცირებული პაციენტი.