ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 176 ადამიანს და მათგან 40-ს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ოთხ კოვიდცენტრში 52 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 14-ის მდგომარეობა მძიმეა. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ინფექციით 208 პაციენტი გარდაიცვალა.
პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 13 207 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 12 650 პაციენტი.