ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

22:50, 19.03.2021

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 176 ადამიანს და მათგან 40-ს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ოთხ კოვიდცენტრში 52 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 14-ის მდგომარეობა მძიმეა. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ინფექციით 208 პაციენტი გარდაიცვალა.

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 13 207 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 12 650 პაციენტი.

მსგავსი