ადგილობრივი მედიის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
აფხაზური მედიის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 254 ადამიანს, მათგან 36 პირს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.
ხუთ კოვიდცენტრში 114 პაციენტი მკურნალობს, 19 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების სულ 14 702 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 13 660 პაციენტი, 222 კი გარდაიცვალა.