ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ერთი პაციენტი გარდაიცვალა
აფხაზური მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 236 ადამიანს ჩაუტარდა, 32 მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ხუთ კოვიდცენტრში მკურნალობს 113 კოვიდინფიცირებული პაციენტი, 13 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი.
ჯამში, კორონავირუსის ინფექციით ოკუპირებულ აფხაზეთში 222 პაციენტი გარდაიცვალა.
პანდემიის პერიოდში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 14 321 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 13 479 პაციენტი.