ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 134 ადამიანს ჩაუტარდა. „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 20 მათგანს.
ამასთან, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 48 ადამიანი მკურნალობს, მათგან შვიდის მდგომარეობა მძიმეა.
სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 536 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 158 გამოჯანმრთელდა, ხუთი ინფიცირებული კი გარდაიცვალა.