ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

20:24, 08.09.2020

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 134 ადამიანს ჩაუტარდა. „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 20 მათგანს.

ამასთან, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 48 ადამიანი მკურნალობს, მათგან შვიდის მდგომარეობა მძიმეა.

სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 536 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 158 გამოჯანმრთელდა, ხუთი ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

მსგავსი