ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.
აფხაზური მედიის ინფორმაციით გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 181 ადამიანს, „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 15 მათგანს. ხუთ კოვიდცენტრში 43 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, რვა პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი, 82 წლის მამაკაცი.
სულ კორონავირუსის ინფექციით ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაიცვალა 205 პაციენტი.
პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 13 087 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 12 539 კოვიდინფიცირებული პაციენტი.