ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 119 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 537 ადამიანს, მათგან კორონავირუსი დაუდასტურდა 119-ს.
მათივე ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ხუთ კოვიდცენტრში 218 კოვიდდადასტურებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. ამასთან, ბოლო 24 საათში გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა კოვიდინფიცირებული 62 წლის პაციენტი, მობილურ ჰოსპიტალში კი – 1946 წელს დაბადებული კოვიდინფიცირებული.
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობა ამ დროისთვის შეადგენს 95-ის, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 5 126-ია. სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 7 043 შემთხვევაა დაფიქსირებული.