ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 119 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 119 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 537 ადამიანს, მათგან კორონავირუსი დაუდასტურდა 119-ს.

მათივე ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ხუთ კოვიდცენტრში 218 კოვიდდადასტურებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. ამასთან, ბოლო 24 საათში გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა კოვიდინფიცირებული 62 წლის პაციენტი, მობილურ ჰოსპიტალში კი – 1946 წელს დაბადებული კოვიდინფიცირებული.

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობა ამ დროისთვის შეადგენს 95-ის, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 5 126-ია. სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 7 043 შემთხვევაა დაფიქსირებული.