ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 24 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან „კოვიდ 19“ რვა ადამიანს დაუდასტურდა.
ამ დროისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 242-ს შეადგენს. მათგან 92 გამოჯანმრთელდა და სამი გარდაიცვალა.