ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
02:16, 19.05.2020
ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
როგორც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ამბობენ, ბოლო დღე-ღამეში ჩატარდა 88 ტესტი და „კოვიდ-19“ ოთხ კურსანტს დაუდგინდა. ისინი გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.