ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

02:16, 19.05.2020

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ამბობენ, ბოლო დღე-ღამეში ჩატარდა 88 ტესტი და „კოვიდ-19“ ოთხ კურსანტს დაუდგინდა. ისინი გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მსგავსი