ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ სამი შემთხვევა დაფიქსირდა.
საოკუპაციო რეჟიმის სპეციალური შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ინფიცირების სამი შემთხვევიდან ორი სოხუმის სამედიცინო დაწესებულებიდან არის, ერთი ინფიცირებული კი, რუსეთიდან დაბრუნებული პირია.
ბოლო სამი დღის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.