გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 221 ადამიანს ჩაუტარდა, „კოვიდ-19“ 21 მათგანს დაუდასტურდა.
ექვს კოვიდცენტრში მკურნალობს 114 კოვიდინფიცირებული პაციენტი, 18 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
სულ პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 12 671 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 11 947 და გარდაიცვალა 195 კოვიდინფიცირებული პაციენტი.