ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

20:50, 19.02.2021

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 221 ადამიანს ჩაუტარდა, „კოვიდ-19“ 21 მათგანს დაუდასტურდა.

ექვს კოვიდცენტრში მკურნალობს 114 კოვიდინფიცირებული პაციენტი, 18 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

სულ პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 12 671 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 11 947 და გარდაიცვალა 195 კოვიდინფიცირებული პაციენტი.

მსგავსი