ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი დაინფიცირდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ის კურსანტია და სამკურნალოდ გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანენ.
საერთო ჯამში რეგიონში 37 კოვიდინფიცირებულია გამოვლენილი, მათგან 27 უკვე განიკურნა, ერთი კი გარდაიცვალა.