ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11:07, 13.06.2020

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი დაინფიცირდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ის კურსანტია და სამკურნალოდ გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანენ.

საერთო ჯამში რეგიონში 37 კოვიდინფიცირებულია გამოვლენილი, მათგან 27 უკვე განიკურნა, ერთი კი გარდაიცვალა.

მსგავსი