ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 118 ადამიანს ჩაუტარდა.
მათგან „კოვიდ -19“ ათ ადამიანს დაუდასტურდა.
ამ დროისთვის აფხაზეთში კორონავირუსი 234 ადამიანს დაუდგინდა, მათ შორის 87 გამოჯანმრთელდა, ხოლო სამი ადამიანი გარდაიცვალა.