ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ათით გაიზარდა. დღეს 91 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება კორონავირუსზე და ათ მათგანს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.
ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 81 შემთხვევაა დაფიქსირებული.