ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

21:57, 30.07.2020

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ათით გაიზარდა. დღეს 91 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება კორონავირუსზე და ათ მათგანს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 81 შემთხვევაა დაფიქსირებული.

მსგავსი