ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 92 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი
საოკუპაციო რეჟიმის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 443 ადამიანს, მათგან 92 ადამიანს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.
მათივე ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ხუთ კოვიდცენტრში 270 კოვიდდადასტურებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. მათგან 37 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი.
საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, კორონავირუსული ინფექციით ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაიცვალა, საერთო ჯამში, 102 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 6003. პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების სულ 7871 შემთხვევა დაფიქსირდა.