ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 92 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 92 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი

საოკუპაციო რეჟიმის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 443 ადამიანს, მათგან 92 ადამიანს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

მათივე ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ხუთ კოვიდცენტრში 270 კოვიდდადასტურებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. მათგან 37 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი.

​საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, კორონავირუსული ინფექციით ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაიცვალა, საერთო ჯამში, 102 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 6003. პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების სულ 7871 შემთხვევა დაფიქსირდა.