გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 482 ადამიანს, მათგან კორონავირუსი დაუდასტურდა 87-ს, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის სამ კოვიდცენტრში 164 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 24-ის მდგომარეობა მძიმეა.
გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა კიდევ ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი. სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით 86 ადამიანია გარდაცვლილი.
ოკუპირებულ აფხაზეთში ამ დროისთვის კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 6 400-ს, აქედან გამოჯანმრთელდა 4 498.