ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 482 ადამიანს, მათგან კორონავირუსი დაუდასტურდა 87-ს, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის სამ კოვიდცენტრში 164 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 24-ის მდგომარეობა მძიმეა.

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა კიდევ ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი. სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით 86 ადამიანია გარდაცვლილი.

ოკუპირებულ აფხაზეთში ამ დროისთვის კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 6 400-ს, აქედან გამოჯანმრთელდა 4 498.