ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 75 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 421 ადამიანს ჩაუტარდა.
მედიის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ხუთ კოვიდცენტრში 239 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, აქედან 47-ის მდგომარეობა მძიმეა.
სულ პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 7 779 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 101 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 5 832 ადამიანი.