ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 75 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 75 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 75 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 421 ადამიანს ჩაუტარდა.

მედიის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ხუთ კოვიდცენტრში 239 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, აქედან 47-ის მდგომარეობა მძიმეა.

სულ პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 7 779 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 101 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 5 832 ადამიანი.