ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში  კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 195 ადამიანს, მათგან ვირუსი 53 პირს დაუდასტურდა.

დღევანდელი მონაცემებით, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 78 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ექვსი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 878 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 240 პაციენტი გამოჯანმრთელდა, შვიდი კი გარდაიცვალა.