გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 190 ადამიანს ჩაუტარდა და კორონავირუსი 32 პაციენტს დაუდასტურდა. ექვს კოვიდცენტრში მკურნალობს 86 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათგან 14-ის მდგომარეობა მძიმეა.
გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი.
პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 197 პაციენტი. სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 12 777 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელდა 12 112 პაციენტი.