ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

23:22, 25.02.2021

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 190 ადამიანს ჩაუტარდა და კორონავირუსი 32 პაციენტს დაუდასტურდა. ექვს კოვიდცენტრში მკურნალობს 86 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათგან 14-ის მდგომარეობა მძიმეა.

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი.

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 197 პაციენტი. სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 12 777 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელდა 12 112 პაციენტი.

მსგავსი