ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 194 ადამიანს ჩაუტარდა. მათგან კორონავირუსი 29 პირს დაუდასტურდა.
ამჟამინდელი მონაცემებით, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 29 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათ შორის ხუთის მდგომარეობა მძიმეა, ცხრა პაციენტის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.
ოკუპირებულ აფხაზეთში ამ დროისთვის „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 359 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 125 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ოთხი კი გარდაიცვალა.