ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 200 ადამიანს, მათგან 26-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ექვს კოვიდცენტრში 72 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, 13-ის მდგომარეობა მძიმეა. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა ოთხი პაციენტი. სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით 202 პაციენტი გარდაიცვალა.

პანდემიის პერიოდში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 12 814 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 12 303 პაციენტი.