ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ერთი ინფიცირებული
საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 151 ადამიანს, მათგან 22-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ხუთ კოვიდცენტრში 68 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, შვიდი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 81 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტი. კორონავირუსის ინფექციით ოკუპირებულ აფხაზეთში სულ 212 პაციენტი გარდაიცვალა.
საოკუპაციო რეჟიმის მონაცემებით, პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 13 385 შემთხვევა დაფიქსირდა, 12 860 კოვიდინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა.