ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ერთი ინფიცირებული

00:41, 30.03.2021

საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 151 ადამიანს, მათგან 22-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ხუთ კოვიდცენტრში 68 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, შვიდი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 81 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტი. ​კორონავირუსის ინფექციით ოკუპირებულ აფხაზეთში სულ 212 პაციენტი გარდაიცვალა.

საოკუპაციო რეჟიმის მონაცემებით, პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 13 385 შემთხვევა დაფიქსირდა, 12 860 კოვიდინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი