ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 260 ადამიანს, მათგან 20 ადამიანს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.
ექვს კოვიდცენტრში 92 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.
16 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 12 745 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 196 და გამოჯანმრთელდა 12 097 კოვიდინფიცირებული პაციენტი.