ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

22:01, 24.02.2021

ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 260 ადამიანს, მათგან 20 ადამიანს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

ექვს კოვიდცენტრში 92 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

16 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 12 745 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 196 და გამოჯანმრთელდა 12 097 კოვიდინფიცირებული პაციენტი.

მსგავსი