ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 150 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან „კოვიდ-19“ 16 ადამიანს დაუდასტურდა.
ამ ეტაპზე, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 61 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. მათგან 11 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 656 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელდა 186 პაციენტი, გარდაიცვალა ექვსი.