ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 547 ადამიანს, მათგან კორონავირუსი 140-ს დაუდასტურდა.
ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ავრცელებს.
ოკუპირებული აფხაზეთის 5 კოვიდ-ცენტრში 260 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას, მათგან 35 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
სულ პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 011 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაიცვალა 102 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 6 173 პაციენტი.