ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 140 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

23:08, 22.12.2020

ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 547 ადამიანს, მათგან კორონავირუსი 140-ს დაუდასტურდა.

ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ავრცელებს.

ოკუპირებული აფხაზეთის 5 კოვიდ-ცენტრში 260 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას, მათგან 35 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

სულ პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 011 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაიცვალა 102  პაციენტი, გამოჯანმრთელდა 6 173 პაციენტი.

მსგავსი