ოკუპირებულ აფხაზეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ჩავიდა
ოკუპირებულ აფხაზეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დელეგაცია ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ავრცელებს. ამ ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიო დომენტე, საგანგებო სიტუაციების პროგრამის კოორდინატორი რადუ კოჯოკარუ, ექსპერტი აბდუბუა მარუფოვი, ასევე საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი ლუიზა ვინტონი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ლუიზა ვინტონმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, დაურ კოვეს მიაწოდა ინფორმაცია, თუ რა სახის მხარდაჭერას გაუწევენ კორონავირუსთან საბრძოლველად.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დელეგაციამ ოკუპირებულ აფხაზეთს კორონავირუსთან საბრძოლველად სამედიცინო ნივთები გადასცა.