ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ ე.წ. ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია მოწამლეს
ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ ე.წ. ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია მოწამლეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ოპოზიციამ ასლან ბჟანიას მოწამვლის შესახებ განაცხადა. მარიონეტული რეჟიმის მოწინააღმდეგე ე.წ. ოპოზიციონერები ამბობენ, რომ მიუნხენის ლაბორატორიამ ბჟანიას ორგანიზმში ვერცხლისწყლის მომატებული მაჩვენებელი, სისხლში ალუმინი, ასევე ბენზოდიაზეპინი და კადმიუმი აღმოაჩინა.

ოკუპირებულ აფხაზეთში ამბობენ, რომ ე.წ. ოპოზიციის ლიდერზე, ასლან ბჟანიაზე თავდასხმა მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება, რადგან ის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში უდავო ფავორიტია.

18 აპრილს, ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების გამო, ასლან ბჟანია სოჭის საავადმყოფოში მოათავსეს, 19 აპრილს კი, მოსკოვში გადაიყვანეს.