ოკუპირებულ აფხაზეთში 16-დან 22 მარტამდე სასკოლო არდადეგები გამოცხადდა
ოკუპირებულ აფხაზეთში 16-დან 22 მარტამდე სასკოლო არდადეგები გამოცხადდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასკოლო არდადეგები 16-დან 22 მარტამდე გამოცხადდა. ამის შესახებ დე ფაქტო განათლების მინისტრმა ადგურ კაკობამ განაცხადა.

საგაზაფხულო არდადეგები ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე 23-დან 29 მარტის ჩათვლით იყო დაწესებული, თუმცა გლობალური ეპიდემიის ფონზე, დე ფაქტო ხელისუფლებამ ის ერთი კვირით ადრე გამოაცხადა.

ამ დროისთვის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა გამოვლენილი არ არის.