რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ აძვში უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გათავისუფლებულია.
ელდარ გუნდიშვილისა და თემურ კაზიევის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
სუს-ს ინფორმაციით, საქართველოს ორი მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვიდან რუსმა სამხედროებმა ორი პირი გუშინ გაიტაცეს.