ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ორი მოქალაქე გათავისუფლებულია

13:15, 08.04.2018

რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ აძვში უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გათავისუფლებულია.

ელდარ გუნდიშვილისა და თემურ კაზიევის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

სუს-ს ინფორმაციით,  საქართველოს ორი მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვიდან რუსმა სამხედროებმა ორი პირი გუშინ გაიტაცეს.

მსგავსი